ფეთჰულაჰ გიულენი: გადატრიალების მცდელობებით დემოკრატიას ვერ დაამყარებ და არჩეული მთავრობების ანტი-დემოკრატიული გზებით ხელში ჩაგდება მიუღებელია

ფეთჰულაჰ გიულენი: გადატრიალების მცდელობებით დემოკრატიას ვერ დაამყარებ და არჩეული მთავრობების ანტი-დემოკრატიული გზებით ხელში ჩაგდება მიუღებელია

თურქეთში მომხდარი წარუმატებელი გადატრიალების მცდელობის და გადატრიალების მეორედ მცდელობის შესაძლო განხორციელების შესახებ გავრცელებულ ჭორებთან დაკავშირებით ფეთჰულაჰ გიულენმა განცხადება გაავრცელა. ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით გავრცელებული განცხადება ასეთია:

″როგორც ყველა დროს მომხდარი სამხედრო გადატრიალებების მსხვერპლს, იმის მჯერა, რომ გადატრიალების მცდელობებით დემოკრატიას ვერც დაამყარებ და ვერც დაიცავ. როგორც ადრე ვთქვი, არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსულები მე და ამ მოძრაობის წევრებს საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების დარღვევით რომც გვდევნიდნენ, ანტი-დემოკრატიული გზებით მათ დამხობას არასოდეს არ დავეთანხმები.

ყოველგვარ გადატრიალებას, გადატრიალების მცდელობას და გადატრიალების შესახებ ფიქრებსაც კი ვგმობ. ამ აზრის მატარებელნი მოძრაობა ჰიზმეთშიც თუ იქნებიან, მათ სიტყვით და ქმედებით შევეწინააღმდეგები.

ჩემი განცხადების გაკეთების მიუხედავად იმასთან დაკავშირებით, რომ 15 ივლისს ვერაგულად დაგეგმილ გადატრიალების მცდელობაში არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია, ზოგიერთი ადამიანის ამ გადატრიალების მცდელობის ჩემთან დაკავშირებას და ჩემს ამ ამბოხების არქიტექტორად გამოცხადებას ცდილობს, რასაც კატეგორიულად ვგმობ. როგორც ამბობენ, თუ ჩემთან ახლოს მყოფმა ზოგიერთმა ადამიანმა ამ ვერაგულად დაგეგმილ გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობა მიიღეს, ამით იმ ადამიანებს გაუწიეს სამსახური რომლებიც ჩემი და მოძრაობა ჰიზმეთის გადატრიალების მცდელობასთან და ტერორიზმთან დაკავშირებას ცდილობენ.

ვერაგულად დაგეგმილი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდგომ, უსაფუძვლო ბრალდებებით ჩემი დადანაშაულების შემდეგ, ამ მცდელობის გამოსაძიებლად საერთაშორისო კომისიის შექმნა მოვითხოვე და განვაცხადე, რომ ამ კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დავთანხმდებოდი. ჩემი ასეთი შეთავაზების მიუხედავად, ამ მხრივ არანაირი უმოქმედობა, კვლევის არ ჩატარება და დაჟინებით მოძრაობა ჰიზმეთის მიმდევრების უსაფუძვლოდ და მტკიცებულებების გარეშე დადანაშაულება, იმის მაჩვენებელია, რომ ნამდვილი დამნაშავეების გამოააშკარავება არ უნდათ. წამების გზით მოპოვებული ჩვენებების საფუძველზე ″გამოკვლევა საჭირო არ არის″ მსგავსი განცხადებების გაკეთება ეჭვებს ზრდის.

შესაბამისად, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ტანკების ქუჩაში გამოსვლამდე გადატრიალების მცდელობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ ამ მცდელობის განხორციელებაში მოძრაობა ჰიზმეთის დადანაშაულება, თავდაპირველი განზრახვის ნათელი დასტურია.

ათწლეულების განმავლობაში ამ ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების წარმომადგენელ ამ მოძრაობის ადრე სხვა მიზეზების გამო, ახლა კი ვერაგულად დაგეგმილი გადატრიალების მცდელობის გამო, ძალადობასა და ტერორიზმთან დაკავშირებას რომ ცდილობენ ეს ნათლად და მკაფიოდ ჩანს. თუმცა მოძრაობის მიმდევრების წინააღმდეგ განხორციელებული ადამიანური უფლებების დარღვევის, დევნისა და წამების მიუხედავად ძალადობისთვის არ მიუმართავთ, თავიანთი უფლებების დაცვა სამართლებრივი გზებით გააგრძელეს და მათ ცილისმწამებლებს იმედები გაუცრუეს.

ვფიქრობ, რომ ბოლო დღეებში მეორე გადატრიალების მცდელობის შესახებ ჭორები ამ კონტექსტში შეგნებულად გავრცელდა და შეშფოთებული ვარ იმით, რომ შესაძლოა ჩვენს მოქალაქეებს და განსაკუთრებით მოძრაობა ჰიზმეთის მიმდევრებს ახალ მახეს უგებენ. ამ კონტექსტში მედიაში გავრცელებული მუქარა იმის თაობაზე, რომ ციხეში მყოფ მოძრაობა ჰიზმეთის მიმდევრებს ერთად შეკრებენ და სიკვდილით დასჯიან შემაძრწუნებელია.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მთელ მსოფლიოს განვუცხადო, რომ ყველაზე სასტიკ დევნას, ზეწოლას, დისკრიმინაციას, წამებასა და დასჯას რომც დაექვემდებარონ ამ მოძრაობის მიმდევრები დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ერთგული დარჩებიან. ამ ადამიანების მთავარი პრიორიტეტი მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად აზრთა სხვადასხვაობის, უცოდინრობისა და სიღარიბესთან ბრძოლა და ამ ლოზუნგებით ყველა დაბრკოლების მიუხედავად ″პოზიტიურ მოძრაობად″ დარჩენა და თავიანთი საქმიანობის გაგრძელებაა.″-ნათქვამია განცხადებაში.