ცუდი საქმეების კეთილად გადაქცევა
ღვთის ბრძანება, ნებისა ანუ მადლიერების საფუძვლის მიხედვით უნდა იქნეს შესრულებული. ადამიანმა კანონიერი ქმედებების ჩადენის დროსაც კი უნდა იფიქროს იმაზე ნეტავ შეეფერება თუ არა აღნიშნული ქმედება ალაჰის ნებას და მოიწონებს თუ არა იგი მას. ვინაიდან იგი, სიავეს სიკეთით, სიკეთეს სიავით ანუ ცუდს კარგით კარგს ცუდით ცვლის. ზოგჯერ შესაძლოა რაიმე გავაკეთოთ რაც კეთილად მიგვაჩნია, თუ არ არის შესაბამისი ადგილი და დრო და თუ იმ ჟამს ამ საქმის შესრულება არ არის საჭირო ეს შესაძლოა უფლის ნება არ იყო. ამგვარად კარგის გაკეთების განზრახვით შესაძლოა ცუდი რაიმე ჩაიდინოთ, ზემოთ აღნიშნული მეტად ფაქიზი საკითხებია.
დასავლელები თავდაპირველად ისლამს წინასწარ შექმნილი აზრებით განიხილავდნენ. მაშინ როდესც მოციქულთა შესახებ გადმოცემები მრავლადაა, რომლებიც უკვე წინასწარ შექმნილ აზრებს, რწმენასა თუ თვალსაზრისებს ამტკიცებენ, ეს თვალსაზრისები სხვადასხვა ლოგიკით იქმნება.
ზოგი გამოდის და აცხადებს, რომ ალჟირში შექმნილი ვითარებას ესა თუ ის მიზეზი უდებს საფუძვლად და ადეკვატურად მის და შესაბამისად მოვლენებიც ამგვარად ვითარდებაო. სხვა ადამიანი, კი სირიაში მომხდარ მოვლენების მიზეზად სხვა რამეს ასახელებს, რომელთა აღმოსაფხვრელად განსხვავებული ზომებია მიღებული. თუ სხვა ადმიანის ფილოსოფიურ მსჯელობასაც მიუგდებთ ყურს ფილიპინებში კი ვითარების განსამუხტავად საერთოდ განსხვავებული ღონისძიებები ტარდება. ბანგლადეშსა და ქაშმირშიც ანალოგიური ვითარებაა. მაშინ კი დასავლელები არ აყოვნებდნენ განცხადებების გაკეთებას `განა ჩვენ არ გაფრთხილებდით?~ და ამით უფრო ძაბავენ ისედაც დაძაბულ ვითარებას.
ჩვენი მეგობრების პირველ ბუდისტ ბერებთან შეხვედრისას მათი რეაქცია ამგვარი იყო `ეს არის მებრძოლი რელიგია?~ ისინი ისლამს ამ კუთხით უყურებდნენ. ომის გამომწვევი მიზეზი შეიძლება სიტუაცია იყოს. აქედან გამომდინარე ამ სიტუაციაში აუცილებლად უნდა მოქმედებდეს წესები და კანონები. წარმოქმნილი პირობები ომს აუცილებელს ხდის, ხოლო თუ ომი კანონისა და წესების გარეშე წარიმართება წარმოუდგენელ ძალადობას შეიძლება ქონდეს ადგილი. სახარებაში არაფერია ნათქვამი ომის შესახებ, იქნებ ამის გამოა, რომ ჯვაროსნებმა ისეთი სისასტიკეები ჩაიდინეს, რომელიც ყველა წესსა და კანონს ეწინააღმდეგება. პირველ რიგში უკანონობის სისასტიკედ შეიძლება იქნეს შეფასებული წარსულში მომხდარი საშინელება, როდესაც ჯვაროსნებმა წმინდა ადგილზე შესვლის დროს 70 000 ადამინი ტყეებში ჩამოახრჩეს. მეორედ, იყო დრო, როდესც ომი ერთაშორის დიალოგის წარმოების ერთადერთი საშუალება იყო. ყველა საკითხი ბრძოლის ველზე წყდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ არც ქრისტიანობა და არც ისლამი მხარეებს ომისაკენ არ მოუწოდებდა იგი თითქოს გარდაუალი მოვლენა იყო.
დღესდღეობით კი, როგორც ჩვენი ეპოქის თავალსაჩინო მოაზროვნე ფიქრობს ცივილიზირებული დიალოგი მხარეების დარწმუნების გზით უნდა იქნეს წარმოებული. ასეთ ვითარებაში, ამ საუკუნეებში წარმოებული მოლაპარაკებები მეცნიერების, მხარეთა მოლაპარაკებების, დიალოგისა და საკითხის ამ ფარგლებში მოგვარებაა საჭირო.
ისლამის, რომელიც თავისი საფუძვლით მთლიანად მოწყალების რელიგიაა, ამ კუთხით შეფასება და განსჯა, ანუ დადებით და უარყოფით ბრძოლასთან გაიგივება დიდი შეცდომაა. მაგრამ მსოფლიოში მიდინარე პროცესები იმ ადამიანთა რწმენას ამყარებს, რომელთაც უნდათ, რომ ისლამი ამ კუთხით შეაფასონ და მის ამგვარ ახსნას გვთავაზობენ. ამგვარ დაუდევართა ნაწილმა იმის გამო, რომ არ უწყიან როდის, ვის და როგორ უნდა მოექცნენ, ანუ ამ რიგი შეცდომების გარდა ასევე მცდარ საქციელს აქვს ადგილი, რის შედეგადაც ისლამი ძალიან ცუდად წარმოჩინდება მსოფლიოში.
- შეიქმნა - ზე.