ღატომ არის ფეთჰულაჰ გიულენი პრველ ადგილზე
ფეთჰულაჰ გიულენი ისეთ თანამედროვე ინტელექტუალთა შორის აღმოჩნდა პირველი, როგორებიც არიან: ნობელის პრემიის ლაურეატები: ირანელი შირინ ებადი და ამერიკელი ელ გორი; ბანგლადეშელი ეკონომისტი – მუჰამედ იუნუსი; ეგვიპტელი თეოლოგი – იუსუფ ქარდავი; ინგლისელი მწერალი რიჩარდ დიკენსი; თურქი მწერალი – ორჰან ფამუქი; პაკისტანელი პოლიტიკოსი აითზაზ აჰსანი; ირანელი თეოლოგი – აბდულქერიმი; ამერიკელი ინტელიგენტი – ნოამ ჩომსკი; ინგლისელი ისტორიკოსი – Bბერნარდ ლევისი და სხვები.
რა თქმა უნდა იბადება კითხვა – რით არის გამორჩეული Fფეთჰულაჰ გიულენი ჩამოთვლილ ცნობილ ინტელექტუალთაგან და რა ნიშნით გამოარჩია ის გამოკითხვაში მონაწილე ხუთასი ათასზე მეტმა ადამიანმა? Yყველა ინტელექტუალი ხომ თავიანთი განსაკუთრებული შეხედულებებითა და შორსმჭვრეტელობით გამოარჩიეს. ფეთჰულაჰ გიულენი, სხვებისგან განსხვავებით, უპირველეს ყოვლისა, არის სახალხო ინტელექტუალი, რომელსაც გააჩნია მასის სხვადასხვა წარმომადგენლებთან ურთიერთობის უდიდესი უნარი. იყო მხოლოდ განათლებული, ერუდირებული და ყოველმხრივ ინფორმირებული – ყველაფერს არ ნიშნავს. ფეთჰულაჰ გიულენისთვის ადამიანი არის არა მხოლოდ ისეთი, რომელიც სიყვარულს, შეწყალებას, ჰუმანურობას მხოლოდ წიგნებსა და ლექსებში წარმოგვიდგენს, არამედ ისეთი, რომელიც მთელი თავისი სიცოცხლე ამით სუნთქავს. Aადამიანი, რომელიც სხვას არა როგორც უცხოელს, არამედ, როგორც დედმამიშვილს და მეგობარს, ისე უყურებს. Aადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ სუსტი იმისთვის კი არ არსებობს, რომ ძლიერმა იგი დაამციროს, არამედ იმისთვის, რომ ძლიერი საჭიროებდეს მის დახმარებას.
ფეთჰულაჰ გიულენი სწორედ ყველა ამ თავისებურებითაა შემკული და ღრმად სწამს, რომ უფრო მეტია ხალხების გამაერთიანებელი ელემენტები, ვიდრე გამთიშველი. Aამ რწმენის საფუძველზე იგი მთელ თავის ცხოვრებას უძღვნის სოციალური პრობლემების გადაწყვეტას და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
ფეთჰულაჰ გიულენის მხარდამჭერები ბევრ დადებით თვისებებთან ერთად მის განსაკუთრებულ თვისებად მიიჩნევენ შემწყნარებლობას, რითაც მას გამორჩეული წვლილი შეაქვს მსოფლიო მშვიდობაში.
1994 წელს ფეთჰულაჰ გიულენი სათავეში ჩაუდგა ”ჟურნალისტთა და მწერალთა ფონდს” და თავისი საქმიანობით საზოგადოების ყველა ფენაში დაიწყო დიალოგისა და შემწყნარებლობის დანერგვა. Aამ მიზნით 1997 წელს ფონდმა ”ცივილიზაციათაშორისი დიალოგის” სახელწოდებით გამართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომეუსმა; სტამბოლში ვატიკანის წარმომადგენელმა მონსინიორ ჯორჯ მაროვიჩმა, კათოლიკური თემის ლიდერმა, თურქული პროტესტანული პრსპიტერიანული თემის წარმომადგენელმა და საბერძნეთის გენერალურმა კონსულმა. Kკონფერენციაზე ფონდის პრეზიდენტმა ფეთჰულაჰ გიულენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას მომავალში ცივილიზაციათა შორის დაპირისპირებასა და კონფლიქტის წარმოშობას.
1998 წელს კი ფეთჰულაჰ გიულენი ვატიკანში შეხვდა რომის პაპს იოანე პავლე მეორეს, ისრაელის მთავარ ხახამს დავით ასკოს და სხვებს, სადაც ფეთჰულაჰ გიულენმა აღნიშნა, რომ ”ამ ერთიანობის პანორამა, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის იმედის ჩირაღდანიაო.” Aამ საკითხთან დაკავშირებით არსებული პრობლემების განსახილველად ფეთჰულაჰ გიულენმა ბევრი ცნობილი ინტელექტუალი შეკრიბა, რომლებმაც მსოფლიოს გლობალური საკითხები განიხილეს. Aაქედან გამომდინარე სრულიად ბუნებრივია, რომ როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთისა და თვით ამერიკის ბევრ შტატშიც განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ფეთჰულაჰ გიულენის ფრიად გამორჩეულმა ფილოსოფიურ-თეოლოგიურმა ნააზრევმა, რომელიც ”ისტორიული წარსულის გაერთიანებისა და მომავლის გონივრულად მომზადების” სახელწოდებით არის ცნობილი. ისიც ბუნებრივია, რომ 2002 წლის ზაფხულში, ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში გიულენს საგანგებო კონფერენცია მიეძღვნა თემაზე: ”ფეთჰულაჰ გიულენი და თანამედროვე ისლამი.” Kკონფერენციაზე ყველა ერთხმად აღნიშნავდა თურქი მოაზროვნის ზემოხსენებული ნაშრომის უდიდეს მნიშვნელობას მომავალი თაობის აღზრდის საქმეში.
ფეთჰულაჰ გიულენის ცხოვრების მასაზრდოებელი წყარო იმედია. სწორედ ამიტომაა, რომ ის სირთულეებს იოლად უმკლავდება, უიმედობას ჭაობს ადარებს, რომელიც ასამარებს ადამიანის წინსვლას, სპობს და ანადგურებს წარმატების მიღწევის სურვილს.
ფეთჰულაჰ გიულენი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მომავალი თაობის სულიერ სიჯანსაღეს, რაც კარგად ჩანს მის მიერ აღზრდილ თაობებში, რომლებიც ყოველგვარი ანგარების გარეშე აარსებენ საგანმანათლებლო კერებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბეჭდავენ წიგნებს, ჟურნალ-გაზეთებს, მონაწილეობენ სატელევიზიო და რადიო გადაცემებში, აწესებენ სტიპენდიებს უსახსრო სტუდენტებისთვის და მრავალ სასიკეთო საქმეებს ჩადიან.
ფეთჰულაჰ გიულენი აღიარებულია, როგორც მოაზროვნე ლიდერი. მილიონობით ადამიანზე გავლენის მოპოვებამ, საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნამ, თავისი შეხედულებების ცხოვრებაში დანერგვამ, ოქროს თაობის აღზრდამ, გლობალური მშვიდობის განმტკიცების იდეალების განხორციელების რწმენის დანერგვამ და აქტიურმა მოღვაწეობამ იგი გამორჩეული პიროვნება გახადა.
ფეთჰულაჰ გიულენის გაცნობისას ყველას ერთი აზრი და გრძნობა ეუფლება, რომ რაღაც ახალი, უცნობი და მრავლისმომცვლელი კუნძული აღმოაჩინა და უჩნდებათ სურვილი რაც შეიძლება ღრმად ჩასწვდნენ მას, ბევრი გაიგონ და შეითვისონ მისგან.
Aამიტომაა, რომ ფეთჰულაჰ გიულენის წიგნები, მოსაზრებები, შეხედულებები და საუბრები დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე და ამიტომაცაა, რომ ის რჩეულ ინტელექტუალთა შორის რჩეულია.
- შეიქმნა - ზე.