ტერორისტი მუსლიმი, მუსლიმი კი ტერორისტი ვერ იქნება
ყველა ტერორისტული საქმიანობა ვისგანაც და საიდანაც არ უნდა მოდიოდეს მშვიდობასა და სტაბილურობაზე უზარმაზარი დარტყმაა. რა მიზანსაც არ უნდა ისახავდეს და განზრახვითაც არ უნად იყოს იგი განხორციელებული არცერთ ტერორისტულ აქტს არავითარი გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს. ტერორს გამათავისუფლებელი ბრძოლის სახე ვერ ექნება. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლი მოყვება. ტერორისტული საქმიანობა ჩვენი ისტორიის უკანსკნელი ასწლეულისთვისაა დამახასიათებელი. მის დასაწყის ეტაპზე თითქოს იქმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ იგი ზიანის მომტანი იყო ტერორისტული მხარისათვის. მაგრამ მისი საბოლოო შედეგების გათვალისწინებით იგი ყოველთვის ტერორისტების საწინააღმდეგოდ აღმოჩნდება ხოლმე. აქედან გამომდინარე აშშ-ში ეს ტერორისტული აქტი არა მხოლოდ აშშ-ს საწინააღმდეგოდ ჩადენილი დანაშაულია, არამედ მსოფლიო მშვიდობის წინააღმდეგ ჩადენილი შემზარავი საბოტაჟია, ამის ჩადენა მხოლოდ იმ დანაშაულებრივი სულისკვეთების ადამიანებს ძალუძთ, რომლებსაც ადამიანებთან კავშირი არ გააჩნიათ.
ტერორიზმის მიზნად არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისლამი, ტერორისტი მუსლიმი, ხოლო მუსლიმი ტერორისტი არ შეიძლება იყოს. მუსლიმი მხოლოდ მშვიდობის, სიწყნარის სიმბოლო შეიძლება იყოს. ისლამი არავითარ შემთხვევაში ნებას არ მისცემს ისეთ შემთხვევაშიც კი, როდესაც ვთქვათ გემზე 9 დამნაშავეა და ერთი უდანაშაულოა ამ უდანაშაულოს ხათრით და 9 დამნაშავე დაღუპოსო, ისლამი ამ გემის ჩაძირვის უფლებას არ მისცემს. ისლამში უფლება უფლებაა. კანონი ყველასათვის საყოველთაოა, გინდ დიდი იყოს იგი, გინდ პატარა. არ შეიძლება მთელი საზოგადოებისათვის ერთი უდანაშაულო ვინმეს გაწირვაც კი.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვის მიერ და რა მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს აშშ-ს წინააღმდეგ განხორციელებულ ამ ქვეყნის ისტორიის ყველაზე დიდ ტერორისტულ აქტს მკაცრად ვგმობ. აღნიშნული აქტი მხოლოდ სიძულვილსა და დაგმობის ღირსია და იგი ყველას მიერ უნდა იქნეს დაგმობილი და გაკიცხული. ამ სასტიკ ტერორისტულ თავდასხმაში დაღუპულთა ახლობლებსა და მთელი ამერიკის შეერთებული შტატების მართველ ხელმძღვანელობასთან ერთად ამერიკელ ხალხის მწუხარებას ვიზიარებ და სამძიმარს ვუცხადებ.
*ავტორის მიერ აშშ-ს ისტორიაში ყველაზე დიდ ტრაგედიად მიჩნეული 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმის შემდეგ განხორციელებული დაგმობის მესიჯის სრული ტექსტი (იხილეთ გაზეთი `ზამანი~ 11 სექტემბერი 2001წ.)
- შეიქმნა - ზე.