ფეთჰულაჰ გიულენი - მოძრაობა ″ჰიზმეთს″ ისევ მახეს უგებენ

ფეთჰულაჰ გიულენი

თურქეთში ბოლო დღეებში პროსახელისუფლებო მედიის მიერ მუდმივად პოლიტიკოსებზე შესაძლო თავდასხმების შესახებ ინფორმაციის გაშუქება ძაალიან შემაშფოთებელია. ამის შესახებ განცხადება ფეთჰულაჰ გიულენმა გააკეთა.

ფეთჰულაჰ გიულენმა, ქვეყანაში ბოლო დღეებში ″ისლამური სახელმწიფოს″ (ISIS) და  ″ქურთისტანის მუშათა პარტიის″ (PKK) მსგავსი ტერორისტული ორგანიზაციების გვერდით მოძრაობა ″ჰიზმეთის″ ხსენებასთან დაკავშირებით, გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა.

″ბოლო დროს სახელმწიფო მოხელეების და ოპოზიციის ლიდერების მკვლელობებთან დაკავშირებით ცილისწამებლური განცხადებები გახშირდა. მჯერა,რომ ცნობილი წრეები მსგავს ინფორმაციებს განზრახ ავრცელებენ რათა ახალი ბინძური გეგმების განხორციელებას საფუძველი მოუმზადონ და ასეთი ცილისწამებით ცდილობენ მოძრაობა ″ჰიზმეთის″ მიმდევრებს კიდევ ერთი მახე დაუგონ რაც ძალიან შემაშფოთებელია.″-ნათქვამია ფეთჰულაჰ გიულენის მიერ ozgurherkul.org ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გიულენის თქმით, მოძრაობა ჰიზმეთს რომელსაც ძალადობასთან დღემდე მცირედი შეხებაც კი არ ჰქონია, მისი მკვლელობებთან და ტერორისტულ აქტებთან ერთად ხსენება ცილისწამებაა.

″თუ ″პოლიტიკური მკვლელობების″ შესახებ გავრცელებული ინფორმაციები სერიოზულ მტკიცებულებებს ეყრდნობა, მაშინ ამ ბოროტი გეგმის შესაჩერებლად ყველა საჭირო ზომის მიღება ხელისუფლების ვალდებულებაა და ჩვენი მოლოდინიც ასეთია.″-განაცხადა მან.

გიულენმა ასევე განაცხადა: ″ამ მოსაზრებებით მსოფლიოს წინაშე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ისტორიაში უპრეცედენტოდ დევნის, ზეწოლის, დისკრიმინაციის, წამებისა და დასჯის მიუხედავად, მოძრაობა ″ჰიზმეთის″ მიმდევრები დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ერთგულნი დარჩებიან, მაგრამ საკუთარ კანონიერ უფლებებს შეძლებისდაგვარად სრულიად ლეგიტიმური გზით დაიცავენ. ძალადობისგან ძალიან შორს მყოფი ამ ადამიანების მთავარი პრიორიტეტი, მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად გაჭირვების, გაუნათლებლობის და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება. ასეთი პრინციპებით ″პოზიტიურ მოძრაობად″ დარჩებიან.″

ფეთჰულაჰ გიულენი

 

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.