• მთავარი
  • ინფორმაცია
  • ფეთჰულაჰ გიულენი: შესაძლოა სხვა მკვლელობებიც მოხდეს და მოძრაობა ″ჰიზმეთს″ მიაწერონ

ფეთჰულაჰ გიულენი: შესაძლოა სხვა მკვლელობებიც მოხდეს და მოძრაობა ″ჰიზმეთს″ მიაწერონ

ფეთჰულაჰ გიულენმა, თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობასთან რაიმე სახის კავშირი კიდევ ერთხელ უარყო და აღნიშნა, რომ თურქეთის მთავრობა სხვა მკვლელობებსაც მოძრაობა ″ჰიზმეთს″ მიაწერს.

თურქეთში გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით ამერიკულ სააგენტო Associated Press-ისთვის გაგზავნილ ვიდეომიმართვაში გიულენი ამბობს, რომ ″მსოფლიოს ასეთი ბრალდებების სინამდვილეში დარწმუნებას ვერ შეძლებენ″.

ფეთჰულაჰ გიულენმა, თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უარყო. 1999 წლიდან დღემდე აშშ-ის პენსილვანიის შტატში მცხოვრებმა გიულენმა, საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ისთვის გაგზავნილ ვიდეომიმართვაში თურქეთის მთავრობას ბრალდებები წაუყენა, რომელიც მას კარლოვის მკვლელობაში პასუხისმგებლობას აკისრებს.

გიულენმა, თურქეთის მთავრობას მოძრაობა ″ჰიზმეთის″ ცილისწამებაში დასდო ბრალი.

″შესაძლოა თურქეთის მთავრობამ სხვა მკვლელობებს საფუძველი მოუმზადოს და ბრალი მოძრაობა ″ჰიზმეთს″ დასდოს. მსოფლიოს ასეთი ბრალდებების სინამდვილეში დარწმუნებას ვერ შეძლებენ.″-განაცხადა მან.

თურქეთის მთავრობის განცხადებით, თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელი პოლიციის ოფიცერი მევლუთ მერტ ალტინტაში გიულენის მოძრაობის წევრია, ხოლო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივნი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ძალიან ადრეა იმის თქმა, თუ ვინ დგას თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის უკან.

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.